пятница, 16 декабря 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

   მეხუთე დღეც ისეთივე ნაყოფიერი იყო როგორც წინა დღეები.ვისწავლე სასწავლო პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურები, რომელიც ჩაშლილი სახით უნდა იყოს, რას ნიშნავს.უნდა დავწერო ეტაპობრივად რის გაკეთებას ვაპირებ  პროექტის განხოციელებისას.
    ვისწავლე ბუკლეტის შექმნა .როგორ უნდა ჩავსვა სასურველი ინფორმაცია შაბლონში.უნდა გავითვალისწინო ფურცლის ზომა რომ ჩაეტიოს ინფორმაციაჯერ ტექსტური ველი უნდა უნდა შემოვხაზო და შემდეგ ჩავსვა ტექსტი ან სურათი.ინსერტიდან ტექსთბოქსის მეშვეობით.შემიძლია აგრეთვე ვორდიდად ბროშურის გაკეთება.
     ვისწავლე როგორ უნდა შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი .მაგრამ პირველ რიგში უნდა ჩამოვწეროთ კრიტერიუმები ჩექლისტის მეშვეობით.რაც არის ჩვენი დავალება შემდეგი დღისთვის

მეცხრე დღის რეფლექსია

                    
ტრენინგის მეცხრე დღეს გავაცანით კოლეგებს და ტრენერს დასრულებული სასწავლო პროექტის გეგმა.ყველა პროექტი იყო საკმაოდ კარგად დაგეგმილი. დავგეგმეთ რომ წარმოდგენილი პროექტები განვახორციელოთ.ვისწავლე ვიდეოს გაზიარება ბლოგზე და youtube-ზე,ვიდეოს ატვირთვა.ტრენინგის კურსი იყო რთული მაგრამ საკმაოდ საინტერესო.ბევრი რამ ახალი ვისწავლე,ამისთვის დიდ მადლობას უხდი გიორგის!
                                                           

воскресенье, 23 октября 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია


ტრადიციულად ტრეინინგი დავიწყეთ დავალებების შემოწმებით, კონკრეტულად მიმოვიხილეთ კოლობორაციული შეფასების და პრეზენტაციის რუბრიკები.
დავათვალიერეთ წინა ჯგუფის მონაწილეთა ბლოგები, თუ როგორ აქვთ ატვირთული ბლოგზე დრაივის დოკუმენტები.
ვისწავლეთ დრაივიდან დოკუმენტების გაზიარება ბლოგზე ( შევქმენით ბლოგზე ახალი გვერდი: პორტფოლიო და ჩვენი drive-ის link დავაკოპირეთ ).
ტრენერის ბლოგზე - გავეცანით კონელის კითხვარს - მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი, რაც დაგვეხმარება ჯგუფების ორგანიზებაში. კონელის სტატია ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
ასევე, ვისაუბრეთ ტექნოლოგიების ფასილიტაციაზე, თუ რა დაეხმარებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს.
დავალება: 1. მოსაწავლის სავარუდო ნაშრომის ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა, მაგალითად - როგორ შევქმნათ პრეზენტაცია სლაიდებით.
2. სასწავლო პროექტის გეგმის დასრულება, გადახედვა და კორექტირება.

ტრეინინგზე გვესწრებოდა დამსწრე, რომელმაც შეგვავსებინა კითხვარი ტრეინინგთან დაკავშირებით.
დღე იყო ძალიან პროდუქტული, მადლობა ბატონ გიორგის!!!

მეშვიდე დღის რეფლექსია

         მეშვიდე დავიწყეთ კოლეგებისმიერ მომზადებული დავალებების განხილვით .ტრენერისგან მივიღეთ შენიშვნები და რჩევები.გავიხსენეთ თუ როგორი უნდა იყოს პროექტის გეგმა.ანუ დაგეგმილი აქტივობები უნდა ავითარებდეს 21-ე საუკუნის უნარჩვევებს და რა თქმა უნდა საგნობრივი სტანდარტიდან ამოღებულ მიზნების განხორციელებას უნდა ეხმაურებოდეს.      მითითებები აგრეთვე მივიღეთ შეფასების სტრატეგიებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.ასევე ვისცავლე ტექსტის დაკოპირება ფონის გარეშე.გამოვიყენე copy plain text.პრეზენტაციის ბოლო სლაიდი უნდა იყოს  ბიბლიოგრაფია-ანუ რა წიგნი გამოვიკენეთ კონკრეტული მასალის მოსაძიებლად.ელ-მისამართში არ შეიძლება ჩავწეროთ google.უნდა ვიპოვოთ საწყისისაიტო.ტრენერმა გადმოგვიგზავნა ვებ გვერდისადაც შეიძლება ვიდეოგაკვეთილების ნახვა.გავეცანით პორტფოლიოს შეფასების ჩექლისტი.რიტაც მოხდება ჩვენი პროექტის გეგმის შეფასება.აგრეთვე ავტვირთეთ 21 საუკუნის უნარჩვევები

კონელის კითხვარი-მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი

1970-იან წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინტელექტის ის ტრადიციული გაგება, რომელსაც ინტელექტის საზომი (IQ) ტესტები ეფუძნება. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები დაჯილდოებულნი იყვნენ მრავალი ისეთი ნიჭითა და უნარით, რომლებიც არასაკმარისად იყო ასახული ინტელექტის ტრადიციულ გააზრებაში. გარდნერმა მრავალი სხვადასხვა წყარო გამოიყენა, მათ შორის – აუტისტებსა და ნიჭიერ ბავშვებთან დაკავშირებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევები, რათა გაემყარებინა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ტიპის ინტელექტზეა პასუხისმგებელი. 1983 წელს გარდნერმა გამოაქვეყნა ნაშრომი „Frames of Mind”, სადაც შვიდი სხვადასხვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ხოლო ათი წლის შემდეგ მერვე ტიპი დაამატა. მისი მტკიცებით, თითოეული ადამიანი ფლობს ყველა ინტელექტს, ოღონდ სხვადასხვა დოზით. ამ თეორიის მიხედვით, ინტელექტის ტრადიციული გაზომვა შესაძლოა ტენდენციური იყოს ზოგიერთი ტიპის ინდივიდის მიმართ, რადგან არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი პროფილის მქონე ინტელექტი. ეს პროფილები ჩვენს ინდივიდუალურ გენეტიკასა და გამოცდილებას ეფუძნება და ამიტომ უნიკალურია, სხვებისაგან განსხვავებული.

ინტელექტის გაზომვა არსებული ტესტების მეშვეობით ინტელექტის რეალურ შესაძლებლობს შეზღუდულად წარმოაჩენს. მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, არსებობს 8 ძირითადი ტიპის ინტელექტი. ესენია: ლინგვისტური, მუსიკალური, ლოგიკურ-მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, ინტრაპერსონალური, ინტერპერსონალური და ნატურალისტური. ამ 8 ძირითადი ინტელექტიდან ინდივიდს შესაძლოა გამოკვეთილი ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე, თუმცა ყველა ერთნაირად არა. გარდნერის მიერ შემოთავაზებული მოდელი ყველა ტიპის ინდივიდს მოიცავს, გასაოცარი ნიჭიერებისა იქნება ის თუ გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური შეზღუდულობის მქონე. მაგალითად, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი შესაძლოა ვერ ფლობდეს გამართულ ენობრივ ფორმებს, მაგრამ შესანიშნავად ხატავდეს ან უკრავდეს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემა აქცენტს მათემატიკური და ლინგვისტური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე სვამს, მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატების შეფასებაც მხოლოდ ამ ორი ინტელექტის მიხედვით გაზომილ უნარებს ეფუძნება. გარდნერი და მრავალმხრივი ინტელექტის სხვა მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამგვარი აქცენტირება არ არის სამართლიანი, რადგან, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც მაღალგანვითარებულ მუსიკალურ ინტელექტს ფლობენ, შესაძლოა გადაყვანილ იქნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე კლასში მათემატიკასა და ენის კურსებში არასაკმარისი ქულების გამო. მასწავლებლები უნდა ეძებდნენ მოსწავლეთა შეფასების ისეთ გზებს, რომლებიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ზუსტ წარმოდგენას მისცემთ.

ვინაიდან მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავებულად ითვისებენ შესასწავლ მასალას, არ შეიძლება მათი შეფასება ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემით. საჭიროა, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლისთვის შექმნას ე.წ. ინტელექტის პროფილები. მოსწავლეთა ინდივიდუალური ათვისების უნარის ცოდნა მასწავლებელს დაეხმარება, სათანადოდ შეაფასაოს მათი პროგრესი.

ტრადიციული ტესტები მოსწავლეებისგან მოითხოვს წინასწარგანსაზღვრული ცოდნის გამოვლენას, გარდნერის თეორიის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი შეფასებითი სისტემა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, განმარტონ სასწავლო მასალა საკუთარი ინტერპრეტაციით სხვადასხვა ინტელექტის გამოყენებით. ამ თვალსაზრისით, ტრადიციულ შეფასებით სისტემაზე ეფექტიანია სხვა მეთოდები: მოსწავლეთა პორტფოლიოები, დამოუკიდებელი პროექტები, მოსწავლეთა დღიურები, სხვადასხვა შინაარსის კრეატიული საშინაო დავალებები. სკოლების ერთ-ერთი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს თავდაჯერება და მიზნის მისაღწევად საჭირო უნარები. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მოსწავლეთა სხვადასხვა ნიჭი და უნარები, ამასთანავე, იგი აღიარებს, რომ შესაძლოა ყველა მოსწავლე არ იყოს დაჯილდოებული ვერბალური ან მათემატიკური უნარებით; სამაგიეროდ, წარმტებულნი იყვნენ სხვა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუსიკა, სივრცული აღქმა ან ინტერპერსონალური ცოდნა. ამგვარი მიდგომა და შეფასებითი სისტემა შესაძლებლობას აძლევს ყველა მოსწავლეს, წარმატებით მიიღოს მონაწილეობა საკლასო სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობაში.

გარდნერი მიუთითებს, რომ სწავლის მეთოდების უფრო ფართო დიაპაზონის შემოღებით მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, მშობლებსაც შეუძლიათ, უკეთ შეიცნონ ინდივიდის ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაზღვრონ მათთვის უპირატესი სწავლის სტილი, ეს კი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, უფრო ნაყოფიერად ისწავლოს.

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ნევროლოგიურ, ევოლუციურ და კროსკულტურულ საფუძვლებს ემყარება. იგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინტელექტის განვითარებაში ბიოლოგიასთან ერთად დიდ როლს ასრულებს კულტურაც. ყველა საზოგადოება სხვადასხვა ტიპის ინტელექტს აფასებს. ეს შეფასებებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სფეროში პროფესიონალად ქცევის მოტივაციის გაჩენას. შესაბამისად, შესაძლოა, რომელიმე ინტელექტი მაღალ დონეზე განვითარდეს ერთი კულტურის ბევრ სოციუმში, მაშინ როცა იგივე ინტელექტი ნაკლებად განვითარდება სხვა კულტურის ინდივიდებში.

გარდნერი აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი ინტელექტის იდეა სიახლეს არ წარმოადგენს. მრავალი წელია გრძელდება დებატები ერთი თუ მრავალფეროვანი ინტელექტუალური უნარების არსებობის შესახებ. ფსიქოლოგები კამათობენ ინტელექტის შემადგენელი მრავალრიცხოვანი ფაქტორებისა და კომპონენტების არსებობის შესახებაც.

გარდნერმა ინტელექტი განსაზღვრა როგორც პრობლემების გადაჭრისა და სხვადასხვა კულტურული გარემოსთვის ღირებული პროდუქტის შექმნის უნარი.


გთავაზობთ კითხვარს (The Connell Multiple Intelligence Questionnaire), რომლის გამოყენებაც შესაძლებელია უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან.
კითხვარის გასახსნელად დააწკაპუნეთ ბმულს!
ინსტრუქცია: „1”-ით აღნიშნე ყველა ის წინადადება, რომლებსაც ეთანხმები. ,,0''-ით კი რომელსაც არ ეთანხმები.


четверг, 20 октября 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

  • დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით:მასწავლებლის  პრეზენტაციის განხილვით.
  • ვიმუშავეთ ბლლოგზე გაჯეტების დამატებაზე,რაც საკმაოდ სახალისო და საინთერესო აღმოჩნდა.
  • შემდეგ განვიხილეთ მოსწავლის შექმნილი პროდუქტის ჩეკლისტი და ვისწავლეთ მისი შექმნა.
  • ბოლოს არანაკლებ საინტერესო აქტივობა- დრაივში მუშაობა დავიწყეთ,ვისწავლეთ googl-ში ფაილების შექმნა.
  • საშინაო დავალებად მოგვეცა: შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- პრეზენტაცია და მისი ჩეკლისტი.
  • წავიკითხოთ მე- 5 მოდული კარგად.

воскресенье, 2 октября 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

     ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს პროექტში. გავიგეთ რა არის საავტორო უფლებები. როგორ უნდა მივხვდეთ დაცულია თუ არა საავტორო უფლებები ამ თუ იმ ინფორმაციაზე. ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა. განვიხილეთ ბლოგზე არსებული ყველა ელემენტი. ვისწავლეთ პრეზენტაციის აწყობა.

вторник, 27 сентября 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

განვიხილეთ კოლეგების მიერ მომზადებული დავალებები ,ტრენერის მითითების შემდეგ შევიტანეთ შესწორებები-სიღრმისეულად შევისწავლეთ საკვანძო კითხვების შინაარსი: გავერკვიე რას ნიშნავს ზოგადი ,შინარსობრივი და თემატური კითხვები პროექტთან მიმარტებაში.














მეორე დღის რეფლექსია

     ტრენინგის მეორე დღეს შევქმენით ბლოგები და ვისწავლეთ ბლოგზე ინფორმაციის ატვირთვა და გამოქვეყნება.
ვისწავლეთ ინფორმაციის რედაქტირება და
ამოვწერეთ ჩვენი ბლოგის მისამართები.
     ჯგუფებში განვიხილეთ ერთ-ერთი პროექტის თემა, შევქმენით ზოგადი, თემატური და შინარსობრივი კითხვები.
     ჩამოვაყალიბეთ და გავიაზრეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ პროექტი, კერძოდ პროექტის  I-ეტაპი ეგრეთ წოდებული "cheek-list"-ის შექმნა.

                                                                                                         25.09-2016წ.

воскресенье, 25 сентября 2016 г.

პირველი დღის რეფლექსია

      24.09-2016 დავესწარი ტრენინგს, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი არავიაშვილი.
    ტრენინგის სახელწოდებაა;-პროექტებით სწავლება-ინფორმაციულ საკომუნიკაციო        ტექნოლოგიების ინტეგრირება-პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერისოა, რადგან გავიხსენე
ზოგადად პროექტის არსი: როგორ შევქმნათ პროექტი, რა მიზანს ისახავს, რა შედეგებზე უნდა გავიდე. თანმიმდევრულად გავერკვიე პროექტის განხორციელების შემდგომ მოსწავლეს -რა უნარ-ჩვევები შეიძლებაგამოუმუშავდეს. მოსწავლეს უკეთ დაეხმარება მიღებული შედეგების ფორმულირებასა და თავისი ქმედებების კორექტირებაში.