ტრადიციულად ტრეინინგი დავიწყეთ დავალებების შემოწმებით, კონკრეტულად მიმოვიხილეთ კოლობორაციული შეფასების და პრეზენტაციის რუბრიკები.
დავათვალიერეთ წინა ჯგუფის მონაწილეთა ბლოგები, თუ როგორ აქვთ ატვირთული ბლოგზე დრაივის დოკუმენტები.
ვისწავლეთ დრაივიდან დოკუმენტების გაზიარება ბლოგზე ( შევქმენით ბლოგზე ახალი გვერდი: პორტფოლიო და ჩვენი drive-ის link დავაკოპირეთ ).
ტრენერის ბლოგზე - გავეცანით კონელის კითხვარს - მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი, რაც დაგვეხმარება ჯგუფების ორგანიზებაში. კონელის სტატია ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
ასევე, ვისაუბრეთ ტექნოლოგიების ფასილიტაციაზე, თუ რა დაეხმარებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს.
დავალება: 1. მოსაწავლის სავარუდო ნაშრომის ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა, მაგალითად - როგორ შევქმნათ პრეზენტაცია სლაიდებით.
2. სასწავლო პროექტის გეგმის დასრულება, გადახედვა და კორექტირება.
ტრეინინგზე გვესწრებოდა დამსწრე, რომელმაც შეგვავსებინა კითხვარი ტრეინინგთან დაკავშირებით.
დღე იყო ძალიან პროდუქტული, მადლობა ბატონ გიორგის!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий